четверг, 24 сентября 2015 г.



ინტელის პროექტი ,, კომპიუტერის როლი ადამიანის რეალურ სამყაროში“

ინტელის პროექტის ტრენინგის რეფლექსია
         
           2015  წლის   სექტემბერში  ვესწრებოდი  ინტელის პროექტის ტრენინგის, რამაც დიდი სარგებლობა მომიტანა,  ბევრი გამოსაყენებელი აქტივობები ვისწავლე.  ყოველი დღე შინაარსიანი და დატვირთული იყო.
  1 დღე -.გავეცანით ინტელის ძირითადი პროექტის მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს, პროექტის გეგმის შაბლონს, ვისწავლე ბუკლეტის შაბლონის, გაზეთის შაბლონის გაფორმება, სტილის შეცვლა, განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა.
   II დღე -.გავეცანი სასწავლო  ღონისძიებებს, ეფექტურად დაგეგმვა, პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს, შევქმენით ბროშურის ნიმუში, განვიხილეთ ვებ-გვერდის ჩანიშვნის წესებს.
   III დღე - განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. ეროვნული სასწავლო  გეგმიდან ამოვწერეთ 21- საუკუნის უნარებიდან ამოვწერეთ ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
  IV დღე - დავუბრუნდი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გეგმის შაბლონში შევიტანე,აგრეთვე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
   V დღე - გავეცანით პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას,ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროექტში ინტეგრირება.
  VI დღე - შევქმენით სასწავლოპროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ   web2 ტექნოლოგიებზე,ვისწავლეთ კითხვარის შედგენა,პასუხების გაზიარება,პასუხების დათვალიერება.
   VII დღე - დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.
  VIII დღე - გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ტიპებს.

IX დღე -  ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი      პორტფოლიო