ინტელის პროექტი ,, კომპიუტერის როლი ადამიანის რეალურ სამყაროში“
2015
წლის
სექტემბერში ვესწრებოდი ინტელის პროექტის ტრენინგის,
რამაც დიდი სარგებლობა მომიტანა, ბევრი გამოსაყენებელი აქტივობები ვისწავლე. ყოველი დღე შინაარსიანი და დატვირთული იყო.
1 დღე -.გავეცანით ინტელის ძირითადი პროექტის მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს, პროექტის გეგმის შაბლონს, ვისწავლე ბუკლეტის შაბლონის, გაზეთის შაბლონის გაფორმება, სტილის
შეცვლა, განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა.
II დღე -.გავეცანი სასწავლო ღონისძიებებს, ეფექტურად დაგეგმვა, პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს, შევქმენით ბროშურის ნიმუში, განვიხილეთ ვებ-გვერდის ჩანიშვნის წესებს.
III დღე - განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვწერეთ 21-ე საუკუნის უნარებიდან ამოვწერეთ ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
IV დღე - დავუბრუნდი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გეგმის შაბლონში შევიტანე,აგრეთვე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
V დღე - გავეცანით პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას,ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროექტში ინტეგრირება.
VI დღე - შევქმენით სასწავლოპროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ
web2 ტექნოლოგიებზე,ვისწავლეთ კითხვარის შედგენა,პასუხების გაზიარება,პასუხების დათვალიერება.
VII დღე - დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.
VIII დღე - გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ტიპებს.
IX დღე - ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი
პორტფოლიო.
Комментариев нет:
Отправить комментарий